სპეცოპერაცია თბილისსა და საგარეჯოში - დაკავებულები რადიაქტიული ნივთიერების გადაყიდვას უარყოფენ
მაშტაბური სპეცოპერაცია თბილისსა და საგარეჯოში.
დაკავებეულია სამი ადამიანი, ვინც მილიონ ორასი ათას დოლარად შავ ბაზარზე რადიაქტიულ ნივთიერებას ყიდდა. როგორც წესი ამ ნივთიერებას შავი ბომბის დასამზადებლად იყებენ.
ადამიანის სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიში გამოსხივების ნივთიერება კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს. სამივე დაკავებულის პროცესი ცოტა ხანში თბილისის საქალაქო სასამრთლში უნდა დაიწყოს.
ერთ-ერთი დაკავებული პირის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ ბრალს აღიარებს, თუმცა გადაყიდვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ რადიაქტიულ ნივთიერება 90-იანებიდან შეიძლება იყოს დარჩენილი საქართველოში.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს. როგორც ვიცი მთავარი ბრალდებულიც აღიარებს ბრალს. ეს შემოტანა არ არის ოღონდ, ეს წმენდის განმავლობაში ეტყობა აქ იყო და ის თვლის, რომ ეს სავარაუდოდო სამხედროების წასვლის შემდეგ არის დარჩენილი. სადღაც 90-იანებიდან შეიძლება იყოს დარჩენილი, არ იცის ზუსტად“. - ამბობს ადვოკატი.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამივე პირს 5დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.