აქვს საერთო სისუსტე, დამატებითი კვლევებისთვის ამზადებენ - სააკაშვილი თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ, ინახულა

18.08.22 17:14
აქვს საერთო სისუსტე,  დამატებითი კვლევებისთვის ამზადებენ - სააკაშვილი თანაგუნდელმა, ეკა ხერხეულიძემ, ინახულა

მიხეილ სააკაშვილს თავის ტვინზე გამოკვლევებისთვის ამზადებენ. მესამე პრეზიდენტს სამედიცინო ექსპერტიზის დასასრულებელად ორი კვლევის ჩატარება სჭირდება. მას მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას ჩაუტარებენ, ხოლო კატე  კონტრასტით  შემოწმებას  ამერიკელი ექსპერტებიც ითხოვენ. 

მიხეილ სააკაშვილის თავის ტვინის გამოსაკვლევად ასევე საჭიროა ელექტრო ნეირომ იოგრაფიაც. ამის შემდეგ უკვე წამების მსხევრპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ,,ემპათია"   ზად იქნება,  დადოს დოკუმენტი,  რომელზეც რამდენიმეა თვეა,   მუშაობს.

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი მისმა თანაგუნდელმა,  ეკა ხერხეულიძემ, მოინახულა. მისი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ელოდება უცხოელი სპეციალისტების ჩამოსვლას და მათს დასკვნას. 

საერთო სისუსტე აქვს მკვეთრად გამოხატული. ელოდება ექსპერტების ჩართულობას ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევასთან დაკავშირებით. 

ხვალ განმეორებით უღებენ კატეს კონტრასტით- ეს ვიცი. ამისთვის ამზადებენ, დამატებით კიდევ რამდენიმე ანალიზი გაკეთდება. ის, რაც მოითხოვეს უცხოელმა ექსპერტებმა. - განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა ეკა ხერხეულიძემ.