"ერთი ძმა მეორეს გადასარჩენად გადახტა" - მდინარე იორის არხში 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს

19.08.22 10:37
"ერთი ძმა მეორეს გადასარჩენად გადახტა" - მდინარე იორის არხში 16 და 20 წლის ძმების ცხედრები იპოვეს

15 საათაინი ძებნის შემდეგ მაშველებმა სარწყავ არხში ძმების ცხედრები იპოვეს.

ლუკა და ივიკო მახარობლიშვილებს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.  

ირკვევა რომ უჯარმაში სტუმრად ჩასული ძმები გუშინ ტყეში სასერინოდ წავიდნენ. უბედური შემთხვევა კი მაშინ მოხდა, როცა 16 წლის უმცროს ძმას ფეხი დაუცურდა და 6 მეტრის სიმაღლის არხში გადავარდა, მისი 20 წლის ძმა კი საშველად ჩავიდა.

„აქ სტუმრად იყვნენ ჩამოსულები, დათვალიერება სდომებიათ. 16 წლის ბიჭი ფეხით ჩასულა, ჩასვლისას ფეხი ჩაცურებია, ძმა მის გადასარჩენად გადახტა და ცურვა არ სცოდნიათ. შემდეგ არხი დააშრეს და ისე იპოვეს“- ამბობს ადგილობრივი

ძმებთან ერთდ იყო უფროსი მამიდაშვილიც, რომელმაც  სოფელში ამბავი პირველმა  ჩაიტანა.  

არსებული ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია  არასწორ ადგილას დაიწყო, რის გამოც დაკარგული ძების პოვნა გაჭიანურდა.  ბოლოს კი არხი დააშრეს და ცხედრები ტყის განაპირად, სოფლიდან  5 კილომეტრში იპოვეს.

ცხედრები ახლა ექსპერტიზაზეა გადასვენებული.