მკვლელობა სოფელ ავლევში - მოკლულია 30 წლამდე ქალი
მკვლელობა შიდა ქართლში - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში 30 წლამდე ქალი მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თბილისში, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც თავისზე უფროსს ბიჭს დაუმეგობრდა. მოგვიანებით, მათ გოგონას მშობლებთან გააგრძელეს ცხოვრება და მათი მეთვალყურეობით იღებდნენ მედიკამენტებს.
მკვლელობა კი სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ავლევში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.