მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - დაკავებულია 1 პირი

19.08.22 12:41
მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს - დაკავებულია 1 პირი

მარნეულში მკვლელობა მოხდა.

სოფელ ყიზილაჯლოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

გარდაცვლილია 35 წლამდე მამაკაცი. მკვლელობაში ბრალდებული მეზობელი დაკავებულია.

პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ბ. განზრახ

მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი
ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ - 1991 წელს დაბადებულ
ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე
გარდაიცვალა.

პოლიციამ რ.ბ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,"-ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.