ხმაური და დაპირისპირება მუხიანში - ადგლობრივების თქმით, ინვესტორმა სამშენებლო მანქანა ქალებს დააჯახა
დილიდან ხმაურია მუხიანში. ადგილობრივებს, რომლებიც სტადიონის ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, მშენებარე კომპანიის დირექტორმა სამშენებლო მანქანა დააჯახა. დაზარალებულია სამი ქალი. შემთხვევა წინააღმდეგობის გაწევის დროს მოხდა.
ქალები სამშენებლო მანქანებს წინ გადაუდგნენ და სტადიონის ტერიტორიაზე მუშებს არ უშვებდნენ. ახლა გამომძიებლები ებრაული კომპანიის დირექტორს კითხავენ.
ადგილზე საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც. აქციის მონაწილეები ახლა ებრუალ კომპანიას უჩივიან.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქალებს არ დაჯახებია და უბრალოდ მანქანა დაძრა.
„არაფერი არ დაგვირტყია მაგდაგვარი ქალებისთვის, უბრალოდ დავძარი მანქანა. არ არსებობს რომ ვინმე იყოს დაშავებული. სამშენებლო სამუშაოებს, რა თქმა უნდა, ვიწყებთ“ - ამბობს ინვესტორი.
პროტესტის მონაწილეები კი ამბობენ, რომ მანქანას ქალბატონებზე გადავლა უნდოდა.
„გადავლა უნდოდა ქალბატონებისთვის, შესაბამისად მოხდა რეაგირება. მერიის მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა პირადად ჩვენთან და შეტოვებულები ვართ ინვესტორთან". - ამბობს ადგილობრივი.
მოსახლეობა ასევე საუბრობს მიგზავნებზე, მუქარებზე და ქუჩურ გარჩევებზე საუბრობს.
გუშინდელიდან შეურაცხყოფები იყო, მოგვიგზავნეს ვიღაც, პოლიცია არ მოიყვანდა რა თქმა უნდა ქუჩის ბიჭებს და გაგვიყვანეს იქეთ და გარჩევები დაიწყეს. ადრე ზონდერები მოიყვანეს 40 კაცი, შავ ფორმაში გამოწყობილები მოგვიყვანეს, ჯაჭვი გააკეთეს, ვითომ შეგვაშინეს, მარა ხომ იცით, ძალა აღმართს ხნავსო“.- ამბობს პროტესტის მონაწილე.
ორი თვეა რაც მოსახლეობა სტადიონის ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებს.