დაველოდებით, გომელაური და ივანიშვილი საქმეებს რომ მორჩებიან და დროს გამონახავენ - ნინი გოგაშვილი გამოკითხვაზე მივიდა
სპეციალურ საგამოძებო სამსახურში სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი გამომძიებლის კითხვებს პასუხობს. მან დღეს დეტალურად უნდა გაიხსენოს რუსთავის ციხეში 30 ივლისის და სამი აგვისტოს შეხვედრები სოსო გოგაშვილთან.
საგამოძიებო უწყებებს ნინი გოგაშილი წარუდგენს სპეციალური პენიტენიციური დაწესებულების ოფიციალურ წერილსაც, რითიც დასტურდება რომ დაკაავებულს პაემნები აუკრძალეს, თუმცა ოჯახთან შეხვედრის შესაძლებლობა კანონდარღვევით მაინც მისცეს.
„მოლოდინი ნამდვილად არ გვქვს, რომ ობიექტურად ჩატარდება საგამოძებო პროცესი, მაგრამ ჩვენ სრულ ინფორმაციას მივაწვდით საგამოძიებო სამსახურს. თუნდაც ის, რომ რეაგირება შესაძლოა არ მოყვეს ამ ამბავს, ჩვენთვის ეს იქნება სასაიკეთო და სტრასბურგში ამას აუცილებლად გადავცემთ წერილობით, დოკუმენტობრივად. რადგან სამართლიანად რომ ტარდებოდეს ეს პროცესი ჩვენი დაკითხვის შემდეგ საგამოძიებო სამსახური აუცილებლად უნდა დაინტერესდეს გომელაურის და ივანიშვილის ჩვენებით, მაგრამ როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ ბევრი საქმე აქვთ და დაველოდებით საქმეებს რომ მორჩებიან. და ალბათ მერე გამონახავენ დროს, რომ ამ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთონ“. - ამბობს ნინი გოგაშვილი.