"წმინდა" ვახუშტის მინდა ვუთხრა, რომ სიმართლე თქვას, ღმერთთან ვერ ჩააწყობს - გოგაშვილის მეუღლე გომელაურს
სოსო გოგაშვილის ოჯახი ვახტანგ გომელაურს პასუხობს.
სუს-ის ყოფილი შეფის მეუღლე ამბობს, რომ ამდენი ხნის მალვის შემდეგ, გომელაური კამერებთან ბიძინა ივანიშვილის დავალებით გამოჩნდა.
თია მარტოფლიშვილი ასევე ამბობს, რომ გომელაურს ღმერთის არ სწამს და იხსენებს, რომ, როდესაც მისი ოჯახი მარხვაზე იყო, შსს-ს მინისტრი მათ სულ დასცინოდა, მეუღლე კი, მარტყოფლიშვილის თქმით, გომელაურს წმინდა ვახუშტის ეძახდა.
„ეგ ეხლა რასაც ლაპარაკობს და ამდენი ხნის შემდეგ გამოჩნდა, ალბათ უბრძანა ბიძინა ივანიშვილმა, რომ გამოსულიყო და ეთქვა მორიგი ტყუილი. მან დაურეკა ზუსტად 4-ჯერ და მან გადასცა სოსო, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაავალა. მაგათ ხელშია ის კამერები, ის ნომრები, რომლებიც ჩემმა მეუღლემ დაიმახსოვრა, შეუძლიათ ანძების მეშვეობითაც დაამტკიცონ, რომ ნამდვიალდ მოხდა ზარის განხორციელება. ღმერთის ეშინოდეს, მარა, მაგას არც ღმერთის ეშინია და არც ღმერთის სწამს, იმიტომ, რომ, როდესაც ჩვენ, ოჯახი, ყოველთვის მარხვას ვიცავდით, დაგვცინოდა ვახტანგ გომელაური. რომელ ეკლესიაზე მესაუბრებით და რომელ აღსარებაზე მესაუბრებითო, სულ მაგას ამბობდა. მისი მეუღლე კი მიუტრიალდებოდა და მას ეუბნებოდა, ეს ჩემი წმინდა ვახუშტიაო. ხოდა, წმინდა ვახუშტის მინდა ვუთხრა, რომ სიმართლე თქვას, ღმერთთან ვერ ჩააწყობს“. - ამბობს თია მარტყოფლიშვილი.