მარხვაზე რომ ვიყავით, დაგვცინოდა, ღმერთის არ სწამს, მისი მეუღლე "წმინდა ვახუშტის" ეძახდა - გოგაშვილის ცოლი გომელაურზე
თია მარტოფლიშვილი ამბობს, რომ გომელაურს ღმერთის არ სწამს და იხსენებს, როდესაც მისი ოჯახი მარხვაზე იყო, შსს-ს მინისტრი მათ სულ დასცინოდა, მეუღლე კი, მარტყოფლიშვილის თქმით, გომელაურს წმინდა ვახუშტის ეძახდა.
"ღმერთის ეშინოდეს, მარა, მაგას არც ღმერთის ეშინია და არც ღმერთის სწამს, იმიტომ, რომ, როდესაც ჩვენ, ოჯახი, ყოველთვის მარხვას ვიცავდით, დაგვცინოდა ვახტანგ გომელაური. რომელ ეკლესიაზე მესაუბრებით და რომელ აღსარებაზე მესაუბრებითო, სულ მაგას ამბობდა. მისი მეუღლე კი მიუტრიალდებოდა და მას ეუბნებოდა, ეს ჩემი წმინდა ვახუშტიაო. ხოდა, წმინდა ვახუშტის მინდა ვუთხრა, რომ სიმართლე თქვას, ღმერთთან ვერ ჩააწყობს“. - ამბობს თია მარტყოფლიშვილი.