"მეზობელმა მოკლული გარეთ გაიყვანა და დანა ჩაარტყა" - 31 წლის ილქინ ასლანოვის მკვლელობის ახალი დეტალები
მოკლული 31 წლის ილქინ ასლანოვი ექსპერტიზის ბიუროდან უკვე სახლში გადმოასვენეს. ადგილობრივები ოჯახის წევრებს უსამძიმრებენ.
რა გახდა სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი მკვლელობის მოტივი - ადგილობრივებს საუბარი უჭირთ.
„პირველებისთვის“ ცნობილი ხდება მომხდარის დეტალები.
ირვეკვა რომ მეზობელმა მეზობელი სახლიდან გამთენიისას გამოიყვანა და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენაა.
"ყველანი გაოგნებულები ვართ, არ ვიცით რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ვიცით, რომ შემთხვევა გვიან ღამით, გამთენიისას მოხდა. დამნაშავემ მოკლული გარეთ გაიყვანა და დანა ჩაარტყა". - ამბობს ადგილობრივი.
31 წლის ილქინ ასლანოვი საავადმყოფში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სოფელ ყიზილაჯლოში გარდაცვლილს გლოვობენ. მკვლელის სახლს და ოჯახს კი პოლიცია იცავს.
მომხდარის შემდეგ ოჯახები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.