უთქვამს, ცოლი შემომაკვდაო... - 30-წლამდე ქალის მკვლელობის ახალი დეტალები

19.08.22 15:45
უთქვამს, ცოლი შემომაკვდაო... -  30-წლამდე ქალის მკვლელობის ახალი დეტალები

ავლევში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით „პირველებმა“ ახალი დეტალები გაარკვია. 

როგორც ირკვევა 30 -წლამდე ქალი მეგობარ მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების შემდეგ შემოაკვდა. 34 წლის მამაკაცმა ქალი გაგუდა. ის ადგილიდან არ გაქცეულა და შემხვედრ მეზობელს უთხრა, რომ ადამიანი შემოაკვდა.

ბაღში უნახიათ, 3 დღე იქ იქვნენო. მერე ამ ბიჭს უთქვამს გზაზე შემხვედრისთვის ცოლი შემომაკვდაო. წაუყვანია, წამოდი, ნახეო და მერე პოლიციაც მოვიდა და ჩაბარდა“. - ამბობს ადგილობრივი.

განზრახ მკვლელობის მოტივით, შსს-მ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო. მას, სავარაუდო, მეგობარი გოგონა შემოაკვდა. 

მკვლელობა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოხდა. არსებული ინფორმაციით წყვილმა ერთმანეთის თბილისში ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის დროს გაიცნო.

ირკვევა, რომ მსხვერპლიც და მკვლელიც მედიკამენტოზურ მკურნალობაზე იყვნენ. ორივე მათგანი მოკლულის დედასთან ქარელის მუნიციპალიტეტშიი ცხოვრობდა და წამლებსაც ოჯახის მეთვალყურეობით იღებდნენ.