ახალგორელებისთვის ე.წ. გამშვები პუნქტები გაიხსნა

20.08.22 11:11
ახალგორელებისთვის ე.წ. გამშვები პუნქტები გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმმა სამწლიანი ტყვეობის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ჩაკეტილი გამშვები პუნტქები გაუხსნა. 

დღეს, დილის 10 საათიდან ახალგორისა და ჯავის მაცხოვრებლებს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოსვლა  შეუძლიათ.

ახალგორის მაცხოვრებლებისთვის  გადმოვსლაა ოძისიდან არის შესაძლებელი. ჯავის რაიონში მცხოვრებთათვიის კი პერევიდან. 

ჩაკეტილი საგუშაგოების გამო ხალხი ახალგორიდან ექიმთანაც ვერ მიდიოდა და ადგილზე უწამლობით და სამედიცინო დახმარების გარეშე იღუპებოდა.

მოქალაქეები ამბობენ, კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა- გადმოსვლისთვის აუცილებელია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩაწერის, იქ ბინადრობის მოწმობა ფორმა 100-ის სახით და საქართველოს მოქალაქის აიდი ბარათი.

„10 დღე გაიხსნა, გამგებელი იყო ჩამოსული და ყოველი თვის 20 რიცხვიდან თვის ბოლომდე გაიხსნებაო. „პროპუსკები“ და პასპორტი ვაჩვენეთ და გადმოგვიშვეს, მარტო ოსური პასპორტით არ გვიშვებენ“- ამბობს მოქალაქე.

ერთადერთი შეზღუდვა, რომელიც გამშვებ პუნქტზე დაწესდა, არის ის, რომ მოქალაქეებს საკუთარი ავტომობილებით გადაადგილება არ შეუძლიათ.

საოკუპაციო რეჟიმი პირობას დებს, რომ შეღავათებები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ყოველ თვიურად იმოქმედებს და შესაძლოა, სექტემბერში საერთოდ მოიხსნას.