შსს-ს პოლიციელები ტოვებენ - გომელაურის უწყება ახალ თანამშრომლებს ეძებს
შსს-ს პოლიციელები ტოვებენ - ვახტან გომელაურის უწყება კი ახალ თანამრშრომლებს ეძებენ.
47 პატრულ-ინსპექტორი, 38 მესაზღვრე კონტროლიორი და მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის 60 შემსრულებელი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ აწ უკვე ყოფილი თანამშრომლებისა, რომლებმაც შსს დატოვეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 145 ვაკანტური ადგილია, თუმცა ეს 17 აგვისტოს მონაცემია.
უკვე ყოფილი პოლიციელები თავის სარჩენად ან ემიგრაციაში მიდიან ან საქართველოში სხვა საქმით კავდებიან.
ყოფილი ქალი პოლიციელი "რადიო თავისუფლებას" უყვება რომ ფორმის გახდის ერთ-ერთი მიზეზი „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი ლექსო ლაშქარავაა.
ლექსოს დაღუპვამ გამიჩინა განცდა, რომ საშინელ ფორმას ვატარებდი და გამიჩნდა შიშის, დაუცველობის განცდა, რომ თუკი სისტემა რაიმეს გადაწყვეტს, ის ყველაფერს გააკეთებს“. - ამბობს ყოფილი პოლიციელი.
ოპოზიციონერი ბაჩო დოლიძის თქმით, პოლიციელების სამსახურიდან წასვლის მიზეზი ის უკანონო დავალებებია, რომელსაც უწყება მათ ავალებთ.
"იცმევ ფორმას და შემდეგ გავალებენ არჩევნების პერიოდში უკანონო დავალებების შესრულებას. ეს ძალიან მძიმეა. ალბათ, ეს არის მიზეზი, რატომაც მასიურად ტოვებენ ძალიან წესიერი პოლიცილებუი იმ თანამდებობას, რაც უკავიათ. უამრავი პროფესიონალი გარბის სამსახურიდან და მიდის საღვარგარეთ". - ამბობს ენმ-ს წევრი.