განსხვავებული დასკვნებიც რომ იყოს, ეს ხელს ვერ შუშლის სასამართლო გადაწყვეტილებას - სააკაშვილის ადვოკატი

20.08.22 13:44
განსხვავებული  დასკვნებიც რომ იყოს, ეს ხელს ვერ შუშლის სასამართლო გადაწყვეტილებას - სააკაშვილის ადვოკატი

რაც არ უნდა ეწეროს დასკვნაში მოთხოვნა იგივეა - სააკაშვილის ადვოკატები ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებას და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

სააკაშვილის უფლებადამცველი ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ პროესი გამოკვლევებმა გააჭიანურა.

გელბახიანი ასევე ექიმთა პოზიციებზე საუბრობს და ამბობს, რომ განსხვავებული დასკვნებიც რომ იყოს, ეს ხელს ვერ შუშლის სასამართლო გადაწყვეტილებას.

თუ დაემთხვა ექიმთა პოზიციები, ეს გავლენას მოახდენს სასამართლოზე, მაგრამ თუ არ დაემთხვა, ხელსაც ვერ შეუშლის განსხვავებული დასკვნები. რაც შეეხება პროცესის გაჭიანურებას, პროცედურამ გააჭიანურა პორცესი და არა ადმინისტრაციულმა ბიუროკრატიამ. ამ ბრალდებას მე ვერ ვიტყვი. დამამთავრებელი მუშაობა იწყება ახლა და შემაჯამებელი სამუშაოები, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ისე იურიდიული თვალსაზრისით“. - ამბობს გელბახიანი.

კლინიკა ვივამედის დასკვნა ჯერ არ უნახავთ დამოუკიდებელ ექსპერტებს. არ ვიცით, როგორი იქნება მარიამ ჯიშკარიანის და მისი კონსილიუმის წევრების  შეფასება  მესამე პრეზიდენტის ბოლო კვლევებზე.