თავად სააკაშვილმაც არ იცის ჯერ კვლევს შედეგები - გელბახიანი

20.08.22 15:41
თავად სააკაშვილმაც არ იცის ჯერ კვლევს შედეგები - გელბახიანი

„ვივამედი“ სააკაშვილის ადვოკატმა დატოვა. ვალერი გელბახიანი ირწმუნება, რომ პატიმარმა პრეზიენტმაც კი არ იცის ჯერ რა შედეგი აჩვენება კატე კონტრასტით კვლევამ. 

სააკაშვილის იურისტები ახლა შუამდგომალობაზე და იურიდიულ საკითხებზე მუშაობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პატიმრისთვის სასჯელის გადავადება.

„ალბათ ერთ კვირაში გაირკვევა ფინალური სტადია როდის იქნება. მზად არის სიტუაცია იმისათვის, რომ დაიწეროს შუამდგომლობა. უახლოეს დღეებში ველოდებით ექსპერტების ჩამოსვლას.
ჯერჯერობით სასიცოცხლო პარამეტრების გაუმჯობესების პროგნოზი არ არის. არ არსებობს რაიმე სხვა ის კონტრ-არგუმენტი, რაც გადაწონის იმ პოზიციას, რაც ჩვენ გვექნება სასამართლოში“. - ამბობს გელბახიანი.