პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა - სათვალთვალო კამერით გადაღებულ ჩანაწერს 28 წლის ბიჭის ოჯახს აჩვენებენ

20.08.22 17:08
პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა - სათვალთვალო კამერით გადაღებულ ჩანაწერს 28 წლის ბიჭის ოჯახს აჩვენებენ

რა მოხდა ქავთარაძის ფსიქიატრულ კლინიკაში? - სათვალთვალო კამერით გადაღებული ჩანაწერი პატიმრის ოჯახის წევრებს უნდა აჩვენონ.

გურამ სვანიძის მამა და ბიძა ადვოკატთან ერთად სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს.  

კადრებში, სავარაუდოდ, ბადრაგსა და პატიმარს შორის მომხდარი დაპირისპირებაა ასახული, რა დროსაც ახალგაზრდა კაცმა იარაღი პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს წაართვა და ტყვია თავში დაიხალა

გლდანის ციხის პატიმრის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

28 წლის მამაკაცი რეანიმაციაში ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა.

ოჯახს ამ დრომდე არ მიუღია განახლებული ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სამედიცინო კუთხით. არავინ ჩამოსულა და არაფერი უთქვამს. საგამოძებოდან დაგვირეკეს და გვითხრეს მოდითო და ველოდებით ახლა ზუსტა დროსი როდის მეტყვიან რომ მივიდეთ“. - ამბობს პატიმრის ოჯახის წევრი. 

ჩვენი ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარის შესახებ სულ მალე ინფორმაციას გაავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხეში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა.

სუიციდის მცდელობა იმ დროს მოხდა, როცა ბრალდებულს ფსიქიატრიული დაწესებულებიდან სასჯელაღასრულების დაწესებულებაში აბრუნებდნენ.