გადათხრილი ქუჩა, ღია საკანალიზაციო ჭები და დატბორილი გზა - მოსახლეობის პროტესტი მუხიანში

20.08.22 17:15
გადათხრილი ქუჩა, ღია საკანალიზაციო ჭები და დატბორილი გზა - მოსახლეობის პროტესტი მუხიანში

მოსახლეობის პროტესტი მუხიანში - ე.წ. აგარაკების დასახლებაში ხალხი გზის შეკეთებას ითხოვს. წვიმის დროს ტერიტორია მთლიანად იტბორება. ღიაა საკანალიზაციო ჭები.  მოსახლეობა მცირეწლოვან ბავშვებს გარეთ  მარტო ვერ უშვებს. 

თბილისის მერიის შერჩეულ კომპანიას გზის რეაბილიტაცია ორი თვის წინ უნდა დაესრულებინა, მაგრამ კომპანია ადგილობრივებს ეუბნება რომ წყლის მილებს ვერ შოულობს და გზას ამის გამო ვერ აგებს. 

ფეხით კი არა მანქანით ვერ ვმოძრაობთ. ბავშვი ვერ გამომიშვია გარეთ, ამოთხრილებია და შეიძლება ჩავარდეს. 

წვიმები რომ დაიწყოს, საერთოდ ვერ გავალთ გარეთ. 

მილები არ გვქვსო, გვითხრეს. გაწყვიტეს, მილები არ იშოვება თურმე საქართველოში. 

კვირაში მხოლდო ერთი დღე მუშოაბენ და კი ხედავთ, არაფერი არ არის შესრულებული. რაც ჩაყარეს იმასაც აფუჭებენ. ანუ ის მილები რაც ჩაყარეს, წყლით ივსება და სკდება. 

გუშინ მოვარდა ძლიერი წნევით წყალი და დაუსკდათ ხალხს სახლში მილები . ეს თხრა დაწყებულია აპრილში და ივნისში უნდა ჩაბარებულიყო“ - ამბობენ ადგილობრივები.

კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მათ არ იციან თუ როდის დაასრულებენ სამუშაოებს. 

"მარტიდან რომ დავიწყეთ, წვიმა და თოვლი იყო და ვერ ხდებოდა სამუშაო პპროცესის წარმოება. ვიწრო ქუჩაა თქვენც ხედავთ. უსაფრთხოების ნიშნებს რაც შეეხება იყო, მარა აღარ არის“ - ამბობს, კომპანიის დირექტორი.

გამგებელი კი გვიყვება, რომ კომპანიას  რამდენჯერმე ჯარიმა დააკისრეს, თუმცა რატომ არ უწყვეტენ მათ კონტრაქტს ჯერჯერობით უცნობია.