ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჩოხატაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგადაა და ჩოხატაურში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
გურიის სახლმწიფო რწმუნებულის თქმით, კრიტიკული მედია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
„თქვენი ტელევიზია, როგორც ყოველთვის არ არღვევს ტრადიციას და ყველაფერი პოზიტიურის ნეგატიურ ჭრილში გადატანას ცდილობს. განახლებული რეგიონების პროექტი მიმდინარეობს გეგმის მიხედვით. ნეგატიური განწყობით ნუ ხართ. იქ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმის მიხედვით და დასრულდება განსაზღვრულ ვადებში“. - ამბობს გიორგი ურუშაძე.
ცნობისთვის, სულ რამდენიმე საათის წინ "პირველების" ეთერში გავიდა რეპორტაჟი ჩოხატაურში გადათხრილი გზებისა და მიტოვებული სამუშაოების შესახებ.
ამის შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლება გამოვიდა და დაანონსა, რომ სამუშაოები ორშაბათიდან განახლდება.
შეგახსენებთ, რომ, ზუსტად ერთი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჩოხატაური ტურისტული ჰაბი გახდებოდა.