კადრებში ჩანს, რომ 2-ჯერ ისვრის, შემდეგ შედის ცალკე კამერაში და თავის თავს ესვრის - პატიმრის ადვოკატი
სამი გასროლა ქავთარაძის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში - 28 წლის ბიჭის ადვოკატი ამბობს, რომ კადრებში ნამდვილად ჩანს, როგორ უჭირავს პატიმარს ხელში იარაღი და ისვრის.
„ხელში უჭირავს იარაღი და 2-ჯერ ისვრის იქითკენ, რომ ვინმეს არ მოხვედროდა. შემდეგ შედის ცალკე კამერაში და თავის თავს ესვრის“- ამბობს ადვოკატი.
ჩანაწერები ოჯახს სულ რამდენიმე წუთის წინ აჩვენეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პატიმარი ჯერ ბადრაგის შეიარაღებულ თანამშრომელს დაესხა თავს, შემდეგ კი თავის არეში ტყვია დაიხალა.
28 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია.