28 წლის პატიმარი მართვის სინთქვაზე რჩება - საქმეში ომბუდსმენი ჩაერთო
28 წლის პატიმარი ამ დრომდე მართვის სინთქვაზე რჩება. გურამი სვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ბოლო ცნობები კლინიკიდან ოჯახს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გამოუტანა.
პაციენტის დედა ამბობს, რომ ექიმები მას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს არ აწვდიან და არ ეკონტაქტებიან.
სვანიძეები პაციენტის სამკურნალოდ ისრაელში გადაყვანას ითხოვს.
5 საათზე ვნახე ბოლოს ექიმი, საღამოს უკვე რომ ვითხოვდი, კი მეუბნებოდნენ, რომ ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში, მაგრამ ვეხვეწებოდი, რომ ნომერი მაინც მოეცათ, რომ ღამე გადამერეკა და გამეგო ბავშვის მდგომარეობა. არ მომცეს არანაირი საკონტაქტოს ნომრები არ მომცეს. არაფერი ვიცი, რითი მკურნალობენ ბავშვს, რა მდგომარეობაშ მიიღეს, როგორ გრძელდება მკურნალობა, კონსილიუმი თუ შედგა, შედგა თუ არა სერთოდ, როგორ არის ბავში, გამაგებინეთ, არავის ნდობა არ მაქვს, ყველაფერი არის მოგონილი, სიცრუე. ყველაფერი არის ზღაპარი, დადგმული სცენარი, - ამბობს პაციენტის დედა.
სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით კი ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმე შესაძლოა, დაგეგმილ სცენართან გვქონდეს.
საბადრაგო სამსახურის თანამშღომელმა საშუალება მისცა, ერთი მეტრით უკან ედგა ე.ი. ბრალდებულის წინ იდგა ერთი მეტრით, მისცა საშუალება იარაღი ამოეცლია. მეორეც, იარაღას გაცლიან, ეს როგორც გადაღებულ კადრებშ ჩანს, ამოღების მერე მიხვდა, რომ იარაღს აცლიან. მანამდე რას აკეთებდა? ამოცლის შემდგომ შეეძლო იარაღის წართმევა, მაგრამ მიატოვა გაიქცა. ისე ჩანს, თითქოს განზრახ დადგა, აი, ამომაცალე იარაღი. აი, ასეთი რაღაცა იკვეთება. კადრები გვინდა, როგორ დაიწყო ყველაფერი, - თქვა ზურაბ როსტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 აგვისტოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პატიმარი ჯერ ბადრაგის შეიარაღებულ თანამშრომელს დაესხა თავს, შემდეგ კი თავის არეში ტყვია დაიხალა.
28 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია.