განზრახ დადგმულს ჰგავს - გურამ სვანიძის ადვოკატი მომხდარზე

21.08.22 11:48
განზრახ დადგმულს ჰგავს -  გურამ სვანიძის ადვოკატი მომხდარზე

გასროლა ფსიქიატრიულ საადავმყოფოში - სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 28 წლის ბიჭის, გურამ სვანიძის ადვოკატი  არ გამორიცხავს, რომ საქმე შესაძლოა, დაგეგმილ სცენართან გვქონდეს.

ზურაბ როსტიაშვილის განარტებით, სათვალთავლო კამერების ჩანაწერებიდან ჩნდება განცდა, თითქოს ბადრაგი განზრახ დადგა ისე, რომ სვანიძეს მისთვის იარაღი ამოეცალა. 

საბადრაგო სამსახურის თანამშღომელმა საშუალება მისცა, ერთი მეტრით უკან ედგა ე.ი. ბრალდებულის წინ იდგა ერთი მეტრით, მისცა საშუალება იარაღი ამოეცლია. მეორეც, იარაღას გაცლიან, ეს როგორც გადაღებულ კადრებში ჩანს, ამოღების მერე მიხვდა, რომ იარაღს აცლიან. მანამდე რას აკეთებდა? ამოცლის შემდგომ შეეძლო იარაღის წართმევა, მაგრამ მიატოვა გაიქცა. ისე ჩანს, თითქოს განზრახ დადგა, აი, ამომაცალე იარაღი. აი, ასეთი რაღაცა იკვეთება. კადრები გვინდა, როგორ დაიწყო ყველაფერი, - თქვა ზურაბ როსტიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 აგვისტოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პატიმარი ჯერ ბადრაგის შეიარაღებულ თანამშრომელს დაესხა თავს, შემდეგ კი თავის არეში ტყვია დაიხალა.

28 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია.