დავა მიწის ნაკვეთის გამო - სამტრედიაში თევზაძეების ოჯახი პოლიციელს შანტაჟში ადანაშაულებს
სავარაუდო შანტაჟი პოლიციის მხრიდან - სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თევზაძეების ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიციის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლია. სამართალდამცავ ირაკლი კოპალეიშვილსა და თევზაძეებს შორის დაპირისპირება მიწის ნაკვეთს გამო დაიწყო.
ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიციელმა მათ მიწის ნაკვეთი უკანონოდ წაართვა და შემდეგ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ამის მიუხევადად. სამართალდამცავებს ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენიათ.
მეზობელმა, რომელმაც თვალი დაადგა ჩემს ნაკვეთს და არის პოლიციელი ნაცნობობით მოახდინა ხელმეორე რეგისტრაცია იდენტობის გარეშე, ყოველგვარი მოწმეების და მეზობლების დამოწმების გარეშე. ამის შემდეგ მივმართე მე პროკურატურას. 5 წელია ვითხოვ საქმის გამოძიებას. გვატერორებს, მეუღლე გარდამეცვალა, გულის ინფარქტით. გუშნწინ დავმარხე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უსამართლობას შეეწირა ჩემი მეუღლე. გუშინ, როდესაც მე და ჩემი შილი ვიყავით გარეთ, მოდავე მხარე, რომელიც არის პოლიციელი, გამოქანდა მანქანით ჩვენსკენ, გვეტაკებოდა შეშინების მიზნით, შემდეგ დაატორმუზა და ჩვენ გავხდით ძალიან ცუდად, - ამბობს თევზაძეების ჯახის წევრი.
საპირისპიროს ამტკიცებს კოპალეიშვილი. მისი თქმით, ბრალდებები საუფუძლოა და ნაკვეთი თევზაძეებს არ ეკუთვნით.