28 წლის გურამ სვანიძის ოჯახი პაციენტის მკურნალობაში უცხოელი ექსპერტების ჩართვას ითხოვს
28 წლის გურამ სვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საათობრივად მძიმდება. ოჯახი უცხოეიდან ექსპერტების ჩამოყვანას ითხოვს, რადგან მიაჩნიათ, რომ საქართველოში პაციენტის განკურნება შეუძლებელია.
სვანიძეების ოჯახი ასევე, გამოძიებას ნდობლობას უცხადებენ. მათი თქმით, ის კადრები, რომელიც მათ საგამოძიებო უწყებებმა აჩვენეს, დაჭრილია და სრული სურათის აღქმა რთულია.
ამ ეტაპზე გამოძიებას არ ვენდობი. რაც შეეხება კადრების ნახვას, ვნახეთ არასრული ვერსია. რაც ჩვენ მოვითოხვეთ, ის ვერ გვანახეს. მე არ ვარ პროფესიონალი, რომ ვადასტურო, ის იყო თუ არა დამონტაჟებული, მაგრამ ის კადრები, რაც ჩვენ მოვითხოვეთ, თავიდან ბოლომდე, არ იყო, - ამობს გურამ სვანიძის ბიძა.
საქმეში უკვე ჩაერთო სახალხო დამცველიც.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 აგვისტოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პატიმარი ჯერ ბადრაგის შეიარაღებულ თანამშრომელს დაესხა თავს, შემდეგ კი თავის არეში ტყვია დაიხალა.
28 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულია.