კიდევ ერთი განაჩენი ხალხს - სამომხმარებლო სესხები გაძვირდა

21.08.22 13:45
კიდევ ერთი განაჩენი ხალხს - სამომხმარებლო სესხები გაძვირდა

ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილება და განაჩენი ხალხს - სამომხმარებლო სესხები გაძვირდა. ეროვნულმა ბანკა ახალი შეზღუდვები დააწესა, რომლის მიხედვითაც სესხის მაქსიმალური ვადა შემცირდა და 3 წლით განსიაზღვრა. 

აღნიშნული გადაწყვეტილებით მთავარი საფინანსო უწყება ინფლაციის შეჩერებას ცდილობს.

ეკონომისტები და პოლიტიკოსები კი პირდაპირ ამბობენ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ინფლაციას ვერ შეაჩერებს და მხოლოდ მოსახლეობის მძიმე ყოფას კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდის. 

მოქალაქეებზე კრედიტებზე წვდომას უზღუდავენ. რატომ? იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა შეასრულოს თავისი ამოცანა. ამოცანა არის ფასების სტაბილურობა და წლებია ფასები სტაბილური არ არის, წლებია ლარი სტაბილური არ არის. ზედმეტმა რეგულაციებმა და თამაშმა, ფაქტობრივად, უფრო მეტი რისკები შექმნა, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. 

გადაწყვეტილება ძალაში 15 აგვისტოდან შევიდა და 1 წლით იმოქმედებს.