პროტესტი რუსთავის ციხესთან - პენიტენციურთან მოშიმშილე პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ
რუსთავის ციხეში პროტესტი გრძელდება. პატიმრები შიმშილობენ და არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებენ.
პროტესტია ციხის გარეთაც. მსჯავრდებულების ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციისგან მშრალ შიმშილობაზე მყოფ პატიმრებთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
ირკვევა, რომ ადამიანებს, რომლებსაც საპატიმრო პირობების გაუმჯობესება სურთ, სამედიცინო მოხმარებაც კი შეზღუდული აქვთ. აკრძალული აქვთ პაემნები და სატელეფონო ზარები.
ეშაფოტზე აჰყავდათ სიკვდილმისჯილები მარტო რომ არ ყოფილიყვნენ, ვიღაცასთან ერთად, რომ უფრო შემართებით ასულიყვნენ ეშაფოტზე და ეს რა უბედურებაა? თვეები და წლები მარტოკა კამერაში? ადაიანური ყველაფერი დაკარგული აქვთ. აკრძალვები ისეთ პატიმარზე, რომელსაც აქვს ბე ჰეპატიტი, ცე ჰეაპიტიტი, დელტა, მთელი ნაკრები აქვს ავადმყოფობების, მე-6 არ უნდა იჯდეს, - ამბობს ერთ-ერთი პატიმრის დედა.
"პირველები" კითხვებზე პასუხიების მსიაღებად პენიტენციურ სამსახურს დაუკავშრდა. უწყებაშ ირწმუნებიან, რომ რეალურად პატიმრები არ შიმშილობენ.
პატიმრების ოჯახის წევრები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას იუსტიციის სამინისტროსტან აანონსებენ.