სამჯერ გაყიდული ბინები და მოტყუებული მყიდველები - 300-მდე ადამიანი დახმარებას ითხოვს

21.08.22 15:26
სამჯერ გაყიდული ბინები და მოტყუებული მყიდველები - 300-მდე ადამიანი დახმარებას ითხოვს

სამჯერ გაყიდული ბინები და მოტყუებული მყიდველები - მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. ირკვევა, რომ კომპანია "ათორმა" თითო ბინა სამჯერ გაყიდა. საუბარია 300% გადაყიდვას. დაზარალებულებს ბესიკ თხელიძე ჰპირდებოდა ბინას, ხოლო მათ საცხოვრებელ ფართობებს იპოთეკით ტვირთავდა.

მას შემდეგ, რაც ბინების მფლობელებთან კომპანია "ათორთან" დავაში სამართალი ვერ იპოვეს, სასამართლოს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

გავლენიანმა მფარველებმა დაზარალებულები თემიდას დახმარებითაც დაამარცხეს. ბინები მხოლოდ იმ ადამიანებს დაუკანონეს, რომლებსაც ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მეგობრები ჰყავდა. 

საბინაო აფიორის მსხვერპლი 300-მდე ადამიანი გახდა.

ბესიკ თხელიძე ამ დროისათვის უკვე დაკავებულია.