28 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს, იზრდება ხანძრების გაჩენის რისკი

22.08.22 12:56
28 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს, იზრდება ხანძრების გაჩენის რისკი

28 აგვისტომდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 35, 40, სანაპირო რაიონებში 32, 37, აღმოსავლეთ საქართველოში 31, 36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს.