თბილისში უკრაინის მოქალაქეებს მანქანა დაეჯახა - დაშავებულია მამა-შვილი

22.08.22 13:28
თბილისში უკრაინის მოქალაქეებს მანქანა დაეჯახა - დაშავებულია მამა-შვილი

თბილისში უკრაინის მოქალაქეებს მანქანა დაეჯახა - დაშავებულია მამა-შვილი. კაცს მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნება. მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. 

სასწრრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  უკრაინის მოქალაქეები უკვე გადაიყვანა კლინიკაში . შემთხვევა ისნის მეტროსთან ცოტახნის წინ მოხდა.

მძღოლმა სავარაუდოდ, საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია და ველოსიპედს შეეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მფლობელი ახლა გამოკითხვაზეა გადაყვანილი.