ბორჯომში ქვაბისხევის ტყე ისევ იწვის - პირველი კადრები ეპიცენტრიდან
ბორჯომში ძლიერი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება -იწვის წიწვოვანი ტყე. "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, სამუშაოებს კლიმატური პირობები აფერხებს. ქარის გამო ავიაციამ მუშაობა შეაჩერა. გადაწყვეტილება პილოტების უსაფრთხოების გამო მიიღეს.
ხანძრის ეპიცენტრში ახლა მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს - ჯარი, მეხანძრეები, მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
"ტვ პირველის" კორესპოდენტმა, გიორგი ხუხიამ მოახერხა ნახანძრალ ტერიტორიაზე შესვლა.