"ქალს, რომლის სახელი და სამხედრო პირადობის მოწმობა FSB-მ გამოაქვეყნა, არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენ პოლკთან"- "აზოვი"
"აზოვის" პოლკი დარია დუგინას მკვლელობის ბრალდებას სპეციალური მიმართვით პასუხობს. "აზოველები" აცხადებენ, რომ დუგინას მკვლელობაში დადანაშაულებულ ქალს, ბატალიონთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"ქალს, რომლის სახელი და სამხედრო პირადობის მოწმობა FSB-მ გამოაქვეყნა, არანაირი კავშირი არ აქვს "აზოვის" პოლკთან და არასოდეს ირიცხებოდა ჩვენს ქვედანაყოფში.
ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ „აზოვის“ მონაწილეობა დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში, რეალურად სხვა არაფერია თუ არა იაროშის მორიგი „სავიზიტო ბარათი“. ტერორისტული თავდასხმა თავისთავად არის აზოველებისთვის "ტრიბუნალის" მომზადება"- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, მოსკოვის ბრალდება ემსახურება იმას, რომ რუსეთში გამყარდეს საზოგადოებრივი აზრი "აზოვის" პოლკის ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცების წინააღმდეგ დაგეგმილი "ტრიბუნალის" აუცილებლობის შესახებ.
ე.წ. დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ „აზოვის“ მონაწილეობა დარია დუგინას ავტომობილის აფეთქებაში, რეალურად სხვა არაფერია თუ არა მათი მორიგი „სავიზიტო ბარათი“. თავად ტერორისტული თავდასხმა კი არის „აზოველების“ "ტრიბუნალისთვის" მომზადება. აღნიშნული ქმედებით რუსეთი ამძაფრებს თავისი მოქალაქეების საზოგადოებრივ აზრს ასეთი სასამართლოს აუცილებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინელი სამხედროების ამ უკანონო სასამართლო პროცესს და მოვუწოდებთ ყველას, ვისაც შესწევს ძალა, შეაჩეროს ეს პროცესი და გააკეთოს ყველაფერი, რათა არ განხორციელდეს ე.წ. „ტრიბუნალი“, - ნათქვამია "აზოვის" პოლკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ირწმუნება, რომ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილია.
მათივე მტკიცებით, „დადგენილია, რომ დანაშაული მომზადებული და ჩადენილია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ".
ФСБ ირწმუნება, რომ შემსრულებელი უკრაინის მოქალაქე, ვოვკი ნატალია, პავლეს ასული, დაბადებული 1979 წელს. ФСБ ირწმუნება, რომ 43 წლის რომაზოვის პოლკის მებრძოლი სწავლობდა დარია დუგინას გადაადგილების მარშრუტს.
ნაქირავები ჰქონდა ბინა დუგინების სახლის სიახლოვეს, იმყოფებოდა იმ ლიტერატურ ფესტივალზეც, რომელსაც პუტინის იდეოლოგი და მისი ქალიშვილი ესწრებოდნენ.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ ქალმა დუგინას სიკვდილის შემდეგ, რუსეთი ფსკოვის ოლქის გავლით დატოვა და ესტონეთში 12 წლის შვილთან ერთად გადავიდა.