შშმ პირები უსინათლოთა კავშირის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი ჩაინიშნა

23.08.22 11:53
შშმ პირები უსინათლოთა კავშირის წინააღმდეგ - საქალაქო სასამართლოში დღეს პროცესი ჩაინიშნა

სამსახურიდან გათავისუფლებული უსინათლოების საქმეზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. პირველ პროცესზე  9 პარილის გმირი ლელა ვეფხვაძე და კიდევ ათი ადამიანი გამოცხადდება. უსინათლოები კულტურის ცენტრიდან გაშვებას უკანონოს უწოდებენ და დავას იწყებენ.

28 დღიანი შიმშილობის შემდეგ ვეფხვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას საკვების მიღება ამ დრომდე არ შეუძლია. მძიმეა უსინათლოების სოციალუ-ეკონომიკური მდგომარეობაც. 

სრული 28 დღე ვშიმშლობდით. მოთხოვნა იყო ასეთი, რომ დავებრუნებინეთ სამსახურში, იმიტომ, რომ ჩვენი გათვაისუფლეა იყო არაკანონიერი. მიჭირს ჭამა, საჭმლის მიღებაა არ მსიამოვნებს... დღეს არის სასამართლო, 11 კაცი აღდგენაზე საუბარი. ჩვენ განაცდურის ანაზღაურებას იმიტომ ვითხოვთ, რომ ჩვენი მიზეზით არ წავსულვართ სამსახურიდან, მათ გაგვიშვეს, წმენდა მოაწყვეს სამსახურში. რა თქმა უნდა, განაცდურით უნდა აგვინაზღაურონ, იმიტომ, რომ ჩენ მე-7 თვეა ხელფასი არ აგვიღია და რით ვარსებობთ, როგორ ვცხოვრობთ, გვაქვს თუ არა საარსებო საშუალება, ეს არავის უკითხავს, - ამბობს ლელა ვეფხვაძე. 

ადვოკატი იმედოვნებს, რომ მოსამართლე სუინათლოებთან მიმართებაში ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ სამსახურში განაცდურის ანაზღაურებით დააბრუნებენ.