რეპრესიები გრძელდება - მარეგულირებელი "ტვ პირველის", "მთავარისა" და "ფორმულას" წინააღმდეგ „ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს
რეპრესიები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. მარეგულირებელი კომისია ტვ პირველის, მთავარი არხისა და ფორმულას წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს.
მედია მენეჯერებს მოლოდინი აქვთ, რომ კომისიის მიერ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და სხდომას უბრალოდ ფორმალური სახე ექნება.
კომისიას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, მიუხედავად იმისა, რა იქნება ჩვენი არგუმენტები დღევანდელ სხდომაზე. იმიტომ რომ იურისტები სერიოზულად ემზადებიან, გვაქვს ყველა მტკიცებულება, დარწმუნებულები ვართ, რომ არანაირი სანქცირების სამიზნე ჩვენ არ უნდა ვიყოთ, მაგრამ განცდა მაქვს, რომ გადაწყვეტილება უკვე არსებობს და ფორმალურად ჩაატარებენ უბრალოდ სხდომას. მთლიანად ეს ქეისი, მგონია, რომ მოგონილია მხოლოდ ჩვენი, კრიტიკული მედიების დასაჯარიმებლად, მხოლოდ ჩვენი სანქცირებისთვის და სხვა მიზანს ეს საქმე არ ატარებს“. - ამბობს „ტვ პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე.
მმართველი პარტიის მოთხოვნაა კრიტიკული მედია სოლიდური ფინანსური სანქციით დაჯარიმდეს.
კობახიძე - ღარიბაშვილის პარტიამ კრიტიკულ მედიას მარეგულირებელში მხოლოდ იმის გამო უჩივლა, რომ ქვეყნის პრო-ევროპული კურსის მხარდამჭერი კლიპები ეთერში გაუშვა.
„ოცნება“, რომელმაც ქვეყნის ევროპული მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ახლა მისი მამხილებელი კლიპების გამო თავისუფალი მედიის დასჯას ითხოვს.