გორში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადა - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

23.08.22 11:59
გორში მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადა - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში. ადგილობრივები კვლავ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გახანგრძლივების ფაქტს აპროტესტებენ.

ისინი ყვებიან, რომ უკვე 8 თვეა გზის საფარი მოხსნეს, რის გამოც ქუჩაში ისეთი მტვერი დგება, რომ ფანჯრების გაღება შეუძლებელია.  პრობლემა ექმნება ასევე მოსავალს.

მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვა სცადა, რის გამოც ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ატენელებს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი შეხვდა. მისი განცხადებით, გზის ამ მონაკვეთზე საგზაო დეპარტამენტი მუშაობს და ადგილობრივებს სამუშაოების მწარმოებელთან შუამდგომლობას დაპირდა.