ეს არის ცხელი ზაფხული მედიის წინააღმდეგ - ნოდარ მელაძე "ოცნების" სარჩელზე

23.08.22 13:12
ეს არის ცხელი ზაფხული მედიის წინააღმდეგ - ნოდარ მელაძე "ოცნების" სარჩელზე

სამი დამოუკიდებელი ტელევიზია ვერდიქტის მოლოდინში - „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

 „ტვ პირველის“ საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ  წამოწყებულ ცხელ ზაფხულზე საუბრობს და ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ მედიას სოლიდური ფინანსური სანქციით დასჯის, რათა ოპერირების პრობლემა შეუქმნას.

„სამ ტელევიზიაზე ახალი იერიშის მიზანი არის მაქსიმალურად დიდი ფინანსური პრობლემები შეიქმნას, ჯარიმიდან გამომდინარე, რომელსაც, სავარაუდოდ, მარეგულირებელი გამოიყენებს მედიას, რომ ოპერირების პრობლემა ჰქონდეს. 
ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ ამ რეჟიმში მუშაობას, დაველოდებით დღევანდელ გადაწყვეტილებს და მერე, რა თქმა უნდა ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ ჩვენი კანონიერი უფლებების დასაცავად. 
ეს არის ცხელი ზაფხული მედიის წინააღმდეგ, იმისთვის, რომ ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყების წინ მაქსიმალურად ბევრი პრობლემა გვქონდეს ჩვენ“. - ამბობს ნოდარ მელაძე. 

დღეს მარეგულირებელი კომისია ტვ პირველის, მთავარი არხისა და ფორმულას წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს. სხდომის დაწყებამდე სულ რაღაც ორი საათი რჩება.