მარეგულირებელის გადაწყვეტილება შეიძლება გარდამტეხი იყოს "მთავარი არხისთვის" - იაკობაშვილი
სამი დამოუკიდებელი ტელევიზია ვერდიქტის მოლოდინში - „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
„მთავარი არხის“ წამყვანი პაატა იაკობაშვილი ამბობს, რომ მარეგულირებელის დღევანდელი გადაწყვეტილება შეიძლება გარდამტეხი და გადამწყვეტილი იყოს არხისთვის.
„მთავარი არხისთვის ეს მომენტი მართლა შეიძლება იქცეს გარდამტეხ, გადამწყვეტ მომენტად, იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ უკვე დაგვეკისრა ფინანსური სანქცია და ახლა შეიძლება საერთოდ ჯერი მიდგეს ტელევიზიისთვის ლიცენზიის შეჩერებაზე. ამიტომ, ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ხელისუფლებას იმის შესაძლებლობა, რომ პროევროპული კურსის გამომხატველი ამ ქვეყანაში და თავისუფალი აზრის მხარდამჭერი მედიასაშუალებები კიდევ ერთხელ დასაჯოს“. - ამბობს იაკობაშვილი
სხდომის დაწყებამდე სულ რაღაც ორი საათი რჩება.