სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული რუსთავის მერიის თანამშრომელია

23.08.22 14:57
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული რუსთავის მერიის თანამშრომელია

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული რუსთავის მერიის მაღალჩინოსანი აღმოჩნდა. "პირველებმა" დაადგინა, რომ  "რუსთავის კორპუსში" იყო დასაქმებული.

"პირველების" ინფორმაციით, მსხვერპლიც ამ აიპ-ის თანამშრომელია. რუსთავის მერიაში "პირველებს" ეუბნაბიან, რომ ხუროშვილი მათი თანამშრომელი აღარ არის, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ის მაღალ თანამდებობაზე მაშინ, როცა გამოძიების ინფორმაციით ქალზე ძალადობდა. 

ამასთან, სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებელი გიორგი ხუროშვილი შპს ბოგანოს 100 %-იანი წილის მფლობელია. დაკავებულს კარაქის საწარმო აქვს. 

პროკურატურის ინფორმაციით, ბიზნესმენი მეგობარ ქალზე ფიზიკურად ძალადობდა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა.

ირკვევა, რომ საქმეში დევს ვიდეოჩანაწერები, სადაც ქალზე ძალადობაა ასახული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით,  ამოღებულია პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიც. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი ხუროშვილი ქალზე ორი თვის განმავლობაში სისტემურად ძალადობდა.