ბორჯომის ტყეში მუხლუხოებიანი მძიმე ტექნიკა შეიყვანეს
ბორჯომის ტყეში მუხლუხოებიანი მძიმე ტექნიკა "ყველგანმავალი" გამოჩნდა.
ამ ტექნიკით გზა უნდა გაჭრან და გაწმინდონ, რათა ცოცხალი ძალა ცეცხლის კერებამდე მივიდეს.
ქვაბისხევში ცეცხლის ქრობის პროცესში ადგილობრივებიც არიან ჩართული.
ხანძარი ორ მთაზეა მოდებული და მის ჩაქრობას ქარიც ართულებს.
საგანგებო სიტუაცის მართვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ძირითადი კერები თითქმის ლოკალიზებულია.
„მობილიზაცია გაკეთებულია. ძირითადი კერები პრინციპში ლოკალიზებულია. პატარ-პატარა კერებია, რომელთა ჩაქრობაც მიმდინარეობს. ნორმალურად არის ყველაფერი“ - ამბობს საგანგებოს წარმომადგენელი.
ჩვენი ინფომაციით, ბორჯომის ტყეში 150 ჰექტარი ტერიტორიაა დამწვარი.