"ოცნება" ტყეებს ყიდის - გარემოს დამცველები კანონში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ
"ქართული ოცნება" ტყეებს ყიდის. საუბარია 2022 წლის დეკემბერში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც მთავრობა ტყის მასივის გასხვისებს იწყებს.
ირკვევა, რომ კონკრეტულ თანხად ტყის ყიდვა ყველა მსურველს შეეძლება, ნაყიდ ტერიტორიაზე კი იმის განთავსება, რაც თავად სურს
ამის მიუხედავად, ტყის გასხვისების ერთი პირობა არსებობს, მყიდველს ჰექტარზე 350 ათასის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მთავრობას კი კომპენსაციის სახით ერთ ჰექტარზე 60 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს.
გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილებები ბუნებას განადგურებით ემუქრება. მათი თქმით, ახალი რეგულაციები კერძო და "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენების ინტერესებზეა მორგებული.
მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩანაწერი სწორედ კონკრეტული პირებისთვის, კონკრეტული ბიზნესინტერესებითვის, რათა მათ ნებისმიერ ადგილას შეძლონ, თუნდაც დასასვენებელი სააგარაკე სახლების ჩადგმა ან ბიზნესპროექტების წარმოება ისე, რომ იქ საქართელოს ტყის კოდექსისი მოქმედება არ გავრფცელდეს და ჰქონდეს სრული კარტ ბლანში, - ამბობს სპეციალისტი.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ ტყის მასივით "ქართული ოცნების" ლიდერები და ასევე, ბიძინა ივანიშვილთანდ აახლოებული ბიზნესმენები არიან დაინეტერსებული. ოპოზიცია რაჭის ტყეების ფაქტს იხსენებს, რომდესაც "ქართულმა ოცნებამ" ტყის უდიდესი ნაწილი დავით ხიდაშელს გადასცა. გარდა ამისა, იხსენებენ შემთხვევასაც,რ ოდესა პრემიერმა ტყის მასივი საკუთარ ცოლზე გადააფორმა.
ყველა კნანი მორგებულია ოლიგარქებზე, ბიძნა ივანიშვილზე, მის გარემოცვაზე და ყველა შემთხვევაშ, ისინი ცდილობენ გამოიყენონ ხელისუფლებაშ ყოფნა, მითუმეტეს, იციან, რომ მცირე დრო აქვთ დარჩენილი. შესაბამისად, ეს კანონი, რომელზეც ვსაუბრობთ, უზრუნველყოფს იმას, რომ ტყის მასივების პირდაპირ დატაცება მოხდეს, რასაც ჩენ მაგალითად, რაჭის შემთხვევაშ ვხედავთ კიდეც, როცა ბიძინა ივანიშილმა ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორ, ფაქტორბივად, რაჭის ტყის 36% გადასცა, - ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.