ბორჯომის ტყეში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

23.08.22 17:54
ბორჯომის ტყეში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა

ბორჯომის ტყეში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.

სტიქიის ეპიცენტრში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ გადამწვარი ტერიტორიების მასშტაბი იმაზე დიდია, ვიდრე ოფიციალური უწყებები ამბობენ.

ხეობაში ქარია, ეს კი შეუძლებელს ხდის ვერტმფრენების მუშაობას. ახლა მთელი ყურადღება ცოცხალ ძალაზეა გადატანილი. 

საგანგებო სიტუაცის მართვის ხელმძღვანელმაც დაადასტურა, რომ ხანძარი ისევ პრობლემატურია და რომ მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ვვერ ახერხებენ მის ჩაქრობას.

თემურ მღებრიშვილი ვერ საუბრობს, თუ როდის იქნება შესაძლებელი ხანძრის ლოკალიზება და ვერც იმაზე გასცა ჟურნალისტებს პასუხი, თუ რატომ არ ჰყავს უწყებას ერთი ვერტმფრენი მაინც. 

ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით,  ბორჯომის ტყეში 150 ჰექტარი ფართობია გადამწვარი.