პედოფილიაში ბრალდებულმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა - უმძიმესი წერილი "ტვ პირველს" ქუთაისის ციხიდან
პედოფილიაში ბრალდებულმა კაცმა ქუთაისის მეორე ციხეში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. წერილში რომელიც „პირველებს“ ციხიდან გამოუგზავნა, პატიმარი ამტკიცებს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც დაინახა, რომ პროკურატურას არა რეალობის დადგენა, არამედ მისი 12 წლით ციხეში გაშვება უნდა. ორი შვილის მამა ამტკიცებს, რომ 13 წლის მოზარდი, რომელიც საქმეში დაზარალებულია, ჩვენებაში მას ხელს არ ადებს.
„არასდროს ვიკადრებდი ასეთ რამეს, ის დაზარალებული გოგო იყო ჩემს ადვოკატთან მისული და უთქვამს, რომ არ მომხდარაო მსგვასი რამ. თავს იკლავდა რომ არ უკოცნიაო ჩემთვის და უბრალოდ ხელი მომაწერინესო“.- ამბობს დაკავებული.
პროკურატურის მტკიცებით 23 წლის ბრალდებული 13 წლის ბავშვს სექსუალურად ავიწროვებდა და ამ დანაშაულის სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
დაკავებულის მეუღლე შველას ითხოვს და ამბობს, რომ ოჯახს 13 წლის გოგონასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
„პირველებმა“ ის არასამათავრობო ორგანიზაციაც იპოვა, რომელმც 23 წლის ბიჭს უჩივლა.
ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცის წინაამდეგ პრეტენზია პირველად მისმა მეუღლემ გამოთქვა. მეგობარს გადაუგზავნა მიმოწერებიც, რითაც დასტურდებოდა, რომ ბრალდებული სექსუალურად ავიწროვენდა არასრუწლოვნებს.
საქმეში დაზარლებულად ცნობილი არასრუწლოვანის მშობლები „პირველებთან“ არ ადასტურებენ, რომ დაკავებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას.
მეორე თვეა, რაც 23 წლის ბიჭს ხელბორკილები დაადეს, 2თვის თავზე პროცესი უნდა ჩანიშნულიყო თუმცა პროკურატურამ დამატებითი დრო ითხოვა და სხდომა 30 სექტემბრისთის გადაიდო, რასაც ბრალდებულის მხრიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობა მოჰყვა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 23 წლის 12 წლის ციხეში გატარება მოუწევს.