უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით გაიმარჯვებს საქართველო - ნიკა მელია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.
მისი თქმით, უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით გაიმარჯვებს საქართველო.
მჯერა, ტერიტორიულად ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა მალე გახდება ყველა თვალსაზრისით დიდი ქვეყანა.
უკრაინის გამარჯვებით და რუსეთის გარდაუვალი მარცხით გაიმარჯვებს საქართველო.
გაიმარჯვებს თავისუფლების მოყვარე სამყარო, რადგან როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო - ჯოხარ დუდაევი ამბობდა - "რუსეთი მაშინ მოკვდება, როცა უკრაინის მზე ამოვა!".