უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - თბილისში ომში მყოფი ქვეყნის მხარდამჭერი აქცია იმართება

24.08.22 11:15
უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - თბილისში ომში მყოფი ქვეყნის მხარდამჭერი აქცია იმართება

დამოუკიდებლობის დღე ომის პირობებში - უკრაინა თავისუფლების 31 წლისთავს აღნიშნავს. მსოფლიოს 24  ქვეყნის 51 დიდი ქალაქი დღეს უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდება.

უკრაინის მხარდასაჭერი აქციები სახელწოდებით „თავისუფლება ჩემს გულში“ თბილისსა და ბათუმში დაიგეგმა. ორგანიზატორები უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები არიან. მსვლელობი და აქციები დღეს უკრაინული ეროვნული სიმბოლიკით გაიმართება.

პირველი ღონისძიება რიყეზე ტარდება. "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრები მშვიდობის ხიდთან უკრაინის მხარდამჭერ პერფორმანსს ამ წუთებში მართავენ. აქციის მონაწილეებს ადგილზე უკრაინის გიგანტური დროშა და ამავე ფერის ბუშტები აქვთ მიტანილი, ჩართული უკრაინის ჰიმნიც. 

პერფორმანსის მონაწილეები მშიდობის ხიდიდან უკრაინის დროში გადმოფენასაც გეგმავენ. 

"ანტიკორუფციული მოძრაობა" ულოცავს უკრანელ ერს დამოუკიდებლობის და ჩენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ უკრაინელების და ქართველების ძმობა განსაკუთრებულია და ის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე და ურკაინის დამოუკიდებლობა, ფაქტობრივად, უდრის საქართველოს დამოუკიდებლობას, ეს ჩანს უკანასკნელი ათწლეულბის მანძილზე და ყველაზე ნათელი დადასტურება არის ის, რომ 1992 წელს უნამუსოს ბატალიონი იბრძოდა აფხაზეთში ჩვენი ტეროტირული მთლიანობისთვის, 2008 წელს, როდესაც ქვეყანას ყველაზე დიდი საფრთხე ჰქონდა და მათ შრის, დაბომბის საფრთხის ქვეშ იყო ეს ქალაქი, სწორედ რომ ვიქტორ იუშენკო ჩამოვიდა პირველი ჩენი ხალხის მხარდასაჭერად სიცოცხლის რისკის ფასად, ფაქტობრივად და დღეს, ქართელები, 2000 გმირი მებრძოლი ქართელი ყველაზე მეტი სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც იბრძის უკრაინის დამოუკიდებლობისთის. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთს არის ჩენი ერთად დასამრაცხებელი, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

 აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას საღამოს 19:00 საათზე  რესპუბლიკის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერად გამოვიდნენ .

აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის დამოუკიდებლობის დღე ამ დრომდე ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ მიულოცავს.