ხანძრის არეალი გაფართოვდა - ცეცხლმა ახალციხის სოფლებამდე მიაღწია
ხანძრის არეალი გაფართოვდა - ცეცხლმა ახალციხის სოფლებამდე მიაღწია. საშიშროების წინაშე ამ წუთებში აწყური, თისელი და ტყემლანა დგას. საფრთხეშია შუა საუკუნეებით დათარიღებული სლესის ციხე.
მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში.
სტიქიას დასახლებულ პუნქტებამდე დაახლოებით ხუთი კილომეტრი აშორებს
ადგილობრივები ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებითაც ცდილობდნენ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ საშიშროება დიდია.
ვერტმფრენებიც აქრობენ, თუმცა საბოლოოდ წყალი ჰაერში ორთქლდება. ცოცხალმა ძალამ რა უნდა ქნას - თოხით და ბარით ცეცხლს ჩააქრობ?! ცეცხლი თავიდანვე, როგორც კი კერა გაჩნდა, მაშინ უნდა ჩაექროთ"- აცხადებს ადგილობრივები.