უკრაინის მხარდამჭერ აქციამდე რამდენიმე საათი რჩება - ხელისუფლება დუმს

24.08.22 13:23
უკრაინის მხარდამჭერ აქციამდე რამდენიმე საათი რჩება  - ხელისუფლება დუმს

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - ომში მყოფი ქვეყნის  მხარდამჭერ მასშტაბურ მსველობამდე რამდენიმე საათები რჩება. თბილისში ყურადღების ეპიცენტრი რესპუბლიკის მოედანი იქნება, სადაც აქცია 19:00 საათზეა ჩანიშნული. 

დიდი ალბათობით  დემონსტრაციაზე სადაც რუსული ოკუპაცია უნდა დაგმონ,  მმართველი პარტიის ლიდერები არ იქნებიან.  ხელისუფლება მხოლოდ "ტვიტერზე" განცხადებებით შემოიფარგლება. საუბარია პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებზე, რომლებმაც უკრაინას დამოუკიდებლობის დღე სოციალურ ქსელში მიულოცეს. 

ჯერ დუმილის რეჟიმშია საქართველოს პრემიერი მინისტრი. 

ხელისუფლების მდუმარედ ყოფნას სამარცხვინოს უწოდებს ოპოზიცია.

ძალიან ბევრი ადამიანი არა მხოლოდ პარტიული რესურსით, არამედ ინდივიდუალურად უერთდება სხვადასხვა აქციებს, რომელიც იგეგმება არა მხოლოდ თბილისშ, არამედ სხვადასხვა ქალაქში. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, ეს არის სამარცხვინო პოზიცია. ხელისუფლება, აი, გავიდა უკვე რამდდენი  საათი, და უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს არ გამოეხმაურა ძალიან მნიშვნელოვანი ხმამაღალი განაცხადით. ჩვენ ყველა დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში, საქართველოს მოქალაქეები, რომ ძალიან მალე უკრაინა გაიმარჯვებს და უკრაინის გამარჯვება , ეს იქნება ცივილიზაციის გამარჯვება რუსეთზე. ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს უკრაინას!, - განაცხადა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოძემ.