საქართველოს კონსტიტუციის დღეს არღვევენ კონსტიტუციას - ბათუმის მთავრობის გადაწყვეტილებაზე
საქართველოს კონსტიტუციის დღეს არღვევენ კონსტიტუციას, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კირთაძე ბათუმის მთავრობის გადაწყვეტილება. საუბარია ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახურისმერ იმ სცენის დაშლაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აქტივისტებმა და უკრაინის მოქალაქეებმა ააწყვეს.
კირთაძის თქმით, საქართველოს მთავრობას ჰგონია, რომ უკვე გროზნოში ან მინსკში არიან.
იმდენად მკაცრი დავალება გასცა ალბათ ცენტრიდან, რავიცი, ივანიშვილმა-ღარიბაშილმა, რომ არა თუ სცენა დათმეს, დღეს, საქართელოს კონსტიტუციის დღეს, კონსტიტუციას არღვევენ. შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ დადგენილ, მიღებულ ფორმასაც კი გვიკრძალავენ. ორგანიზატორებმა დადგეს აქ პატარა სცენა მოიტანეს, ახლა ამაზე აქვთ პრობლემა და უდათ, რომ სცენა დაიშალოს. მართლა ვერ ვხვდები,ს ად ჰგონიათ ვცოხვრობთ? მართლა ჰგონიათ რომ უკვე გროზნოშ ან მისნკში ვცხოვრბთ, - ამბობს ენმ-ს წევრი გიორგი კირთაძე.
წგხსენებთ, რომ ბათუმის მერია უკრაინელების მიერ მთავარ მოედანზე დადგმული სცენის დაშლას აპირებს.
განცხადება ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ჰერას მოედანზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
მათი თქმით, აქციის ორგანიზატორებს სცენის მონტაჟის უფლება არ აქვთ.
განსაკუთრებული აგრესიით ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლი ტარიელ გოგიტიძე გამოირჩევა.