ომის საბოლოოდ გარდატეხა თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ - სააკაშვილი უკრაინისთვის 3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე
მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანნ უკრაინისთვის 3 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ეხმაურება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინა შემოდგომაზე დაიბრუნებს ხერსონს და ზაპოროჟიეს ცალკეულ რაიონებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, გამოაცხადა უკრაინისთვის მორიგი უპრეცედენტო 3 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება. ეს ნიშნავს ომის საბოლოოდ გარდატეხას უკრაინის თავისუფალი სამყაროს სასარგებლოდ.
ჩვენები ამზადებენ დიდ კონტრშეტევას და ამ ახალი იარაღის დახმარებითაც უკრაინა შემოდგომაზე დაიბრუნებს ხერსონს და ზაპოროჟიეს ცალკეულ რაიონებს.
მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ამერიკა აამოქმედებს ლენდლიზს გაიხსნება გზა დონბასის, ყირიმის, მთელი უკრაინის გასათავისუფლებად და აგერსორის საბოლოოს დასამარცხებლად"- წერს მიხეილ სააკაშვილი