"მინდა ვუთხრა წმინდა ვახუშტის, ლილუაშვილს და ღარიბაშვილს" - სოსო გოგაშვილის ცოლის საგანგებო მიმართვა

24.08.22 15:25
"მინდა ვუთხრა წმინდა ვახუშტის, ლილუაშვილს და ღარიბაშვილს" - სოსო გოგაშვილის ცოლის საგანგებო მიმართვა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ცოლი, თეა მარტყოფიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს. სოსო გოგაშვილის ცოლის განცხადებით, ვახტანგ გომელაურმა იცოდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დამონტაჟებული კამერებს ჩანაწერები უკვე განადგურებული იყო და სწორედ ამიტომ მოუწოდებდა ის გოგაშვილს საშხაპეში მომხდარი ფაქტის შესახებ მტკიცებულებებით ესაუბრა. 

ვახუშტიმ განცხადება რომ გააკეთა, რითი დაამტკიცებს გოგაშვილი ამ ყველაფერსო, მან უკვე წინასწარ იცოდა, რომ კამერების ჩანაწერები წაშლილი ჰქონდათ. 

თქვენი პასუხიდან საზოგადოება მიხვდება, რომ ნამდვილად გაყვანილი გყავდათ სოსო გოგაშვილი და ჩვენც არასამუშაო დღეს შესულები ვიყავით ჩემს მეუღლესთან. 

ამ ყველაფრით ისინი თავიანთ მუქარებსა და დანაშაულებებს ადასტურებენ. მინდა წმინდა ვახუშტის, ვახტანგ გომლაურს მივმართო, გრიგოლ ლილუაშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მათი მუქარების შემდეგ, თუ ჩემს მეუღლეს ან ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრს რამე დაემართება, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მათ"- განაცხადა მარტყოფიშვილმა. 

გოგაშვილმა და მისმა ადვოკატებმა 11 აგვისტოს განაცხადეს, რომ  სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სააბაზანო ოთახში, შს მინისტრთან მობილური ტელეფონით საუბრების დროს დაემუქრნენ. სახალხო დამცველმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა და იმავე დღეს მოითხოვა N12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება.

ომბუდსმენს გუშინ პენიტენციურიდან აცნობეს, რომ მითითებულ თარიღებში N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მწყობრიდან იყო გამოსული ჩამწერი მოწყობილობები, რის გამოც, სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნა ვიდეოჩანაწერების დაარქივებასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა.