5 ივლისის საქმე - რადიკალებმა პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს
5 ივლისის საქმე - რადიკალები პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ. ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელებმა სააპელაციო სასამართლოს დღეს ირაკლი ღარიბაშვილის ციტატები წაუკითხეს და გამამართლებელი განაჩენი მოითხოვეს.
ექვსივე დაკავებულის ადვოკატს მტკიცებულებად პრემიერის ის განცხადება მოყავდა, სადაც ღარიბაშვილი პრაიდის ჩატარების რეკომენდაციას არ იძლეოდა.
საქართველოს პირველი პირების მიერ გაკეთებული იყო განცხადება, რომ აღნიშნულის ჩატარება არ იყო მიზანშეწონილი, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ღარიბაშილთან დაკავშირებით და ეს არი იყო გონივრული ნაბიჯი. ერთმნიშვნელოვნად მიანიშნა, რომ აღნიშნული პრაიდის ჩატარება არ იქნებოდა უსაფრთხო, - თქვა პროცესზე ადვოკატმა.
მოძალადეებმა სტრატეგია შეცვლეს და ერთმანეთისგან გამიჯვნა დაიწყეს. ისინი დღეს სააპელაციო სასამართლოს არწმუნებდნენ, რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ
და ხუთ ივლისს "სირცხვილიას" ოფისთან ყველა შემთხვევით მოხვდა.
ერთ-ერთმა მთავარმა ბრალდებულმა დავით კუტალაძემ, რომელიც 5 ივლისს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, სასამართლო პროცესზე ისიც თქვა, რომ ანალოგიურ სიტუაციაში იგივენაირად მოიქცეოდა.
მე ცხოვრებაში, დრო რომ უკან დააბრუნონ, ანალოგიურს გავაკეთებ, - თქვა კუტალაძემ სასამართლ სხდომაზე.
შეგახსენებთ, რომ 6 -ვე რადიკალს პირველმა ინსტანციამ 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მათ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩოვრეს. ამ დრომდე დაკავებული არ არის ძალადობის არცერთი ორგანზიატორი.