"გვეშინია, ხანძარმა ღამე ჩვენამდე არ ჩამოაღწიოს და სახლებში არ ჩავიწვათ" - ხანძარი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება
ძლიერი ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება. საფრთხეში ახლა სოფელი აწყურია. ყველაზე დიდი კერა მოსახლეობას მხოლოდ სამი კილომეტრით აშორებს.
მოსახლეობა შესაბამისი უწყებების მიერ დაგვიანებულ რეაქციაზე საუბრობს და ამბობს, რომ თავის დროზე შსს-მ ვერტმფრენი არ გამოიყენა.
“სახლებში შემოდის სუნი, ვერ ვჩერდებით, გვეშინია, რომ ხანძარმა ღამე ჩვენამდე არ ჩამოაღწიოს და არ ჩავიწვათ სახლებში მოსახლეობა. ცოტა დააგვიანდათ ხანძრის ჩასაქრობად მოსვლა და მაგიტომაც გაძლიერდა“. - ამბობს მოსახლეობა.
სოფელში ელექტროენერგია გათიშეს.
მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო მუშაობა შეაჩერა ავიაციამაც.
საგანგებო მდგომარეობის გამო მოქალაქეებს სთხოვენ არ დაანთონ ცეცხლი ტყის სიახლოვეს და სასოფლო - სამეურნეო სავარგულებთან.
ხეობაში მხოლოდ მძიმე ტექნიკა მუშაობას და მიუვალი გზები გაჰყავთ, საღამოსთვის კი მეხანძრე მაშველები შიშველი ხელებით უნდა ჩაერთონ სამუშაოებში.