დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს - მსვლელობა დედაქალაქის ცენტრში

24.08.22 19:21
დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს - მსვლელობა დედაქალაქის ცენტრში

დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს - უკრაინის მხარდამჭერი აქცია დაიწყო. უკრაინის მოქალაქეები, პოლიტიკოსები, აქტივისტები და უბრალო მოქალაქეები  "რესპუბლიკის მოედნიდან" უკვე დაიძრნენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან გაჩერდებიან. დაგეგმილია უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება. 

უკრაინამ 1991 წლის 24 აგვისტოს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.  დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 6 თვე გავიდა.

 

მსგავსი სიახლეები